- კახეთი
- 21.03.2015
- 1560
- ნატალია ცისკარაშვილი
გაზეთმა The Telegraph კახეთი საუკეთესო სამოგზაურო ადგილების ათეულში შეიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
,,კახეთის აღწერისას გამოცემა ყურადღებას ამახვილებს კახეთის 8,000 წლიან მეღვინეობის კულტურასა და რეგიონში არსებულ ისტორიულ მონუმენტებზე. პუბლიკაციაში ნახსენებია ქართული ღვინის მზარდი პოპულარობა, რაც გამოიხატება ღვინის ისეთ ცნობილ რესტორნებში გაყიდვაში, როგორიც არის Nobu და Hibiscus-ი”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.