mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

გომბორი–თელავის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

გომბორი–თელავის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორრმაციით, თელავი-გომბორის გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
უწყების ცნობით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე შეზღუდვა არ მოქმედებს.