mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში პოლიციის თანამშრომლებისთვის ოჯახში ძალადობისა საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თელავში პოლიციის თანამშრომლებისთვის ოჯახში ძალადობისა საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თელავში, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ პოლიციის თანამშრომლებისთვის „ოჯახში ძალადობისა და მასზე რეაგირების მექანიზმების“ თემაზე ტრეინინგი ჩაატარა. ტრეინინგზე ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა, მსხვერპლთა დაცვა და ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები განიხილეს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ საქართველოს კანონმდებლობას, გარემოებებს, რომელთა გამო მსხვერპლი თავს იკავებს სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე, ოჯახში ქალის როლის შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, მსხვერპლისა და მოძალადის გამოვლენის მეთოდებს, სარეკომენდაციო ხასიათის დებულებებს ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის დროს, მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვანთა დაცვისა და მათგან ახსნა-განმარტების მიღების სამართლებრივ თავისებურებებს.
,,განვიხილეთ შემაკავებელი და დამცავი ორდერების შევსების მეთოდიკა, სასამართლოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტების დაცვაზე ზედამხედველობის საკითხები და მათი შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები, გამოძიება, სასამართლო დევნა და მონაცემთა დაცვა, ქალის მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის, წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის მნიშვნელობა, მიზნები, გამოწვევები და სახელმწიფოს ვალდებულებები. დისკუსიებმა მონაწილეებს საშუალება მისცა მაქსიმალურად ჩართულიყვნენ სხვადასხვა თემის განხილვაში, მოესმინათ არგუმენტები და განევითარებინათ თავიანთი მსჯელობა”, – განმარტავენ ომბუდსმენის აპარატში”.
ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.