mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზა 6 თვით ჩაიკეტა

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზა 6 თვით ჩაიკეტა
დიდთოვლობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ექვსი თვით ჩაიკეტა. გზის ჩაკეტვის მიზეზი უამინდობა და დიდთოვლობაა.

ახმეტის გამგეობის ცნობით, თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილება მაისამდე ვერ მოხერხდება.
,,თუშეთში გამოსაზამთრებლად დარჩენილი ადამიანების გადმოსაყვანად დაახლოებით, 6 რეისის შესრულება გახდება საჭირო. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება”, – განაცხადეს გამგეობაში.