mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

მეწარმე ქალებმა თელავში ადვოკატირების კამპანიის შემუშავება დაიწყეს

მეწარმე ქალებმა თელავში ადვოკატირების კამპანიის შემუშავება დაიწყეს

პროექტის – „მეწარმე ქალთა კლუბი 2“  მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალთა საჭიროებებზე მორგებული ინიცატივების მხარდაჭერა, მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი გადაწყვეტილებების  ლობირება თელავის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის  გზით.

 პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე მცხოვრები მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალთა წინაშე არსებული პრობლემატური საკითხების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირების დონე. ამასთან, გაიზრდება მუნიციპალური პროგრამების განხორციელებისას მეწარმე ქალთა სამოქალაქო ჩართულობა, რის შედეგად მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებში მოხდება მეწარმე ქალთა საკითხების გათვალისწინება.

პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფებია: თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული ქალები და ადგილობრივი თვითმმართველობა – მერია და საკრებულოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები და პირები.
პროექტის მხადამჭერია NDI