ადგილობრივების განცხადებით, ჰექტარი მიწის დამუშავება 250–დან 300 ლარზე მეტი დაჯდება. იოსებ გოგიაშვილის თქმით, გასულ წელს ერთი ჰექტარი მიწის დამუშავების ფასი 130-დან 250 ლარამდე მერყეობდა.
,,წელს, მიწის დამუშავების ყველა პროცედურა 300 ლარზე მეტი დაჯდება. ამ თანხაში ნაწილობრივ შედის სასუქისა და შხამქიმიკატების ღირებულება. ყველაფერი გაძვირდა საწვავის ჩათვლით. შესაბამისად, ჩვენც გაგვიძვირებენ შხამქიმიკატების ფასებს, ასევე გაძვირდება მუშახელის დაქირავება. პრობლემა ბევრია, მაგალითად, გაუმართავი სარწყავი სისტემა, უხარისხო შხამქიმიკატები, პროდუქტის გასაღების ბაზრების არ ქონა და სხვა”, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა იოსებ გოგიაშვილმა.
მიწის დამუშავებას არ აპირებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცხოვრები ნოდარ მეზვრიშვილი. მისი განცხადებით, ოჯახი მიწებს 10 წელზე მეტია აღარ ამუშავებს. იგი მიზეზად მოსავლის რეალიზაციის დროს შექმნილ პრობლემებსა და ფინანსებს ასახელებს.
„ჩემი მიწის ნაკვეთი 10 წელზე მეტია არ დამუშავებულა. ხშირად იმიტომ არაფერს ვთესავდი, რომ ხარჯებს ვერ ვანაზღაურებდი. არც სარწყავი სისტემაა ხელმისაწვდომი და სხვა პრობლემებიც ბევრია. ჩვენი მოყვანილი პროდუქტი მიზერული ფასი ღირს, თან დოლარის კურსის გამო ყველაფერი გაძვირდა. სოფლის მეურნეობის დარგები როგორ უნდა გავითარდეს თუ საჭირო თანხები არ გვექნება ან მთავრობა არ შეგვიწყობს ხელს“, – ამბობს მეზვრიშვილი.8