mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ნუკრიანის სახელოსნოების პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება

ნუკრიანის სახელოსნოების პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება
სოფელ ნუკრიანში მდებარე სოციალური საწარმოს „ნუკრიანის სახელოსნოები“ პროდუქცია რამდენიმე ქვეყანაში იყიდება.

როგორც knews.ge-ს საწარმოს დირექტორმა მაია ბიძინაშვილმა განუცხადა, სახელოსნოებში მოქსოვილ წინდების გაგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრიასა და თურქეთში იგეგმება. მისივე ინფორმაციიით, სახელოსნოს პროდუქცია ეროვნულ მუზეუმში, თბილისსა და ბათუმში მდებარე ტურისტულ მაღაზიებსა და აეროპორტში იყიდება.
,,ჩვენს სახელოსნოში ქართული ორნამენტებითა და დაშიბული ტექნოლოგიით უკვე წლებია იქსოვება წინდები, რომლებიც საკმაოდ კარგად იყიდება, თუმცა, მსგავსი მასშტაბის შეკვეთა არ გვქონია. წინდების მოდელები ინტერნეტში მოვიძიეთ, მოვქსოვეთ და ფეისბუქგვერდზე დავდეთ. ყველაფერი ასე დაიწყო. პირველი, ვინც გამოგვეხმაურა, არის ამერიკაში მცხოვრები ქართველი გოგო. ერთ კვირაში წინდა უკვე ამერიკაში გავაგზავნეთ. მოთხოვნაა ყვავილებით გაფორმებულ წინდებზე, რომლებიც ნახევრად შალის ძაფისგან იქსოვება. მსურველებს წინდების შეძენა ჩვენი ფეისბუქგვერდის მეშვეობითაც შეუძლია. მისი ფასი 30 ლარია. შეკვეთების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე სხვა ქვეყნებიდანაც. წინდებს უცხოეთში მყოფ ქართველებთან ვატანთ დიდ სიყვარულს, სითბოს და მადლობას, რომ აქ, საქართველოში, გააკეთეს წინდის შეძენის არჩევანი”, – განუცხადა knews.ge-ს მაია ბიძინაშვილმა.