mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

პრემიერმა ახმეტაში მეტროს სახელდებაზე საკრებულოს მიღებული დადგენილების გაუქმება მოითხოვა

პრემიერმა ახმეტაში მეტროს სახელდებაზე საკრებულოს მიღებული დადგენილების გაუქმება მოითხოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოითხოვა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ დადგენილების არარა აქტად გამოცხადება, რომლითაც მეტროპოლიტენის სადგურების, ნავსადგურებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი განისაზღვრა.
მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპრატამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ახმეტის საკრებულოს 2016 წლის 5 დეკემბრის №22 დადგენილება ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არ შეესაბამება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონითა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებს.
სამართლებრივი აქტი არარად გამოცხადდება იმ შემთხვევაში, თუ ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 130-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ თვითმმართველი თველი ეორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს პრემიერ-მინისტრი. იმავე კოდექსის 132-ე მუხლის მიხედვით, უარყოფითი სამართლებრივი დასკვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია აღნიშნული დასკვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ნორმატიული აქტში ცვლილების შეტანა ან მისი გაუქმება.
მთავრობის ადმინისტრაციის მითითების შემდეგ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2 სხდომა ჩაატარა, აღნიშნული დადგენილების გაუქმება წარმომადგენლობითი ორგანოს დღის წესრიგში არ ყოფილა.