mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავის მერიამ ერთობლივი საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციები გაითვალისწინა

თელავის მერიამ  ერთობლივი საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციები გაითვალისწინა

„მედია ცენტრი კახეთის“ მიერ შექმნილმა თელავის საკონსულტაციო საბჭომ, რომელშიც სამოქალაქო ორგანიზაციები და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი, მოქალაქეების მიერ ინიცირებული 7 ინიციატივა  შეარჩია, რომელთაგან მუნიციპალიტეტმა 6 ინიციატივის დაფინანსება დასაშვებად მიიჩნია.

თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში  მოქალაქეთა ინიციატივების დაფინანსებაზე იმსჯელეს.    ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც მუნიციპალურმა სტრუქტურებმა მოქალაქეთა ინიციატივების დაფინანსების საკითხი რეალისტურად მიიჩნიეს და რეკომენდაციით მერიას მიმართეს.
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 25 მილიონს აღწევს. მომავალ წელს  ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი აღზრდა, ახალგაზრდული, სპორტული, სოციალური და ჯანდაცვა იქნება.
თელავის საკონსულტაციო საბჭოს მიერ შეთავაზებული ინიციატივებიდან 6 მათგანი თელავის მერიამ მოიწონა და 2020 წლის ბიუჯეტში ასახავს.

  1. პანდუსების მოწყობა თელავის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში და პარკ ნადიკვართან.
  2. სააკაძის ქუჩაზე ე.წ იორდანეს წყალთან არსებული კედელი გამოყოფილი იქნეს სტრეეტ არტ – ისთვის. (მაგალითად, ქალაქ თელავის ღირშესანიშნაობების რუკა).
  3. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელების – ზებრების განახლება/გადაღებვა და შუქნიშნების მოწესრიგება.
  4. თელავის ბაზართან ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებისათვის ტროტუარების მოწესრიგება  და ტაქსების გაჩერების ადგილის რეგულირება.
  5. შშმ პირებისთვის  ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა;
  6. ქალაქ თელავში რუსთაველისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე განთავსებული საკომუნიკაციო ჭების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მოქალაქეთა ინიციატივების ატცირთვა შესაძლებელია სპეციალურ პლატფორმაზე www.initiative,ge -ზე. საიტზე განთავსებულ ინიციატივებს  საკონსულტაციო საბჭო განიხილავს და მერიას რეკომენდაციებს აწვდის.
უფრო მეტი, შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.initiative.ge