mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა CSSIGE

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა CSSIGE

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE)  ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.  პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 10 რეგიონული ჰაბი.

,,მედია ცენტრი კახეთი“ წარმოადგენს  ჰაბს კახეთის რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონულ დონეზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების ეფექტიანობას და მდგრადობას, ასევე, გამოცდილების გაზიარებასა  და რეგიონული ქსელების ხელშეწყობას.

აღნიშნული თავის  მხრივ გულისხმობს:

  • დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეგიონის მაცხოვრებლებს, საჯარო წარმომადგენლობებს გთავაზობთ ინფორმაციას (ქართულ/ინგლისურ ენებზე) რეგიონში მოქმედი არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების და სათემო კავშირების შესახებ, მუნიციპალიტეტების მიხედვით;
  • ტრენინგ-სემინარებს, შეხვედრებსა და დისკუსიებს სამოქალაქო საზოგადოებსათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, ასევე დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისათვის.
  • ამასთან, უზრუნველყოფს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისა და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზებას კახეთის რეგიონში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.
  • რეგიონული CSO – ების სერვისებისა და პროდუქტების გამოფენის ორგანიზებაში დახმარებას.
  • სემინარებს რეგიონული სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის სოციალური მედიის ეფექტური გამოყენების შესახებ.
  • პერიოდულად ატარებს ბლოგერებისა და ფოტო-ვიდეო მასალების სასკოლო კონკურსებს ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობისთვის.
  • რეგიონული ჰაბისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მხარდამჭერი მედია კამპანიის ფორმირება და საზოგადოების ინფორმირება, ამასთან, საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება კვარტალურად.
  • ნეტვორკინგი – გამოცდილების გაზიარება სხვა ორგანიზაციებისათვის.
  • რეგიონული CSO-ების ფორუმის ორგანიზება და ქსელური ღონისძიებების წარმართვა.
  • სსო რეგიონული საბჭოს შექმნა და ამ ეგიდით რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მომზადება. ამავე დროს ჰაბის განვითარების ინოვაციური იდეებისა და პროექტების შემუშავება;
  • პარტნიორების მოძებნა ეროვნულ დონეზე და ქსელური მუშაობა სხვა ჰაბებთან;
  • დროის ბანკის პოპულარიზაცია ახალგაზრდებთან, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
  • ტრეინინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება შიდა გუნდისათვის.
  • Facebook გვერდის მუდმივი განახლება და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის ყოველკვირეულად განახლება.
  • პროექტის ფარგლებში, ,,მედია ცენტრი კახეთი“ მუდმივად გაწვდით ინფორმაციას სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების, პროექტების, ტრენინგების, საგანმანათლებლო კურსებისა და თქვენთვის სასარგებლო სერვისების შესახებ.
  • მსოფლიო პანდემიის გამოწვევის – COVID 19-ის პარალელურად კახეთის რეგიონული ჰაბი უზრუნველყოფს ლოკალური სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა უწყვეტ ინფორმირებასა და სასწავლო სემინარებს ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით;
  • სსოებს და სათემო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მოხალისეებს, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ ტექნიკურად სრულად აღჭურვილი, კომფორტული ტრენინგ-ცენტრით, რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში, კახეთის რეგიონული ჰაბის ოფისში.  დაჯავშნა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული საკონტაქტო რესურსებით:

დაინტერესების შემთხვევაში, „კახეთის რეგიონული ჰაბი“ მზად არის გაგიწიოთ  მხარდაჭერა.

დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ კახეთის რეგიონული ჰაბის ოფისს  მისამართზე: ქალაქი თელავი, 2200, ილია ჭავჭავაძის  გამზირი N160  ტელეფონი:    555 52 02 34; ელექტრონული ფოსტა: E-mail: mediacenterkakheti@gmail.com

ამასთან, თვალი ადევნეთ კახეთის რეგიონული ჰაბის აქტივობებს სოციალური ქსელის,  ფეისბუქის საშუალებით  https://www.facebook.com/KakhetiRegionalHub/

 

The project  ”Georgian Civil Society Sustainability Initiative”  (CSSIGE) was developed and is implemented by the consortium lead by the Konrad­-Adenauer­-Stiftung in cooperation with four Georgian Civil Society Organizations: Civil Society Institute (CSI), Center for Training and Consultancy (CTC), Center for Strategic Research and Development of Georgia (CSRDG) and Education Development and Employment Center (EDEC).

The project is funded by the European Union and co-funded by the Konrad-Adenauer-Stiftung.

The overall objective of the initiative is to improve the operational environment for civil society in Georgia, through empowering CSOs, increasing their accountability towards constituencies and amplifying their linkages to other actors.

In order to ensure efficient outreach and sustainability of the “Georgian Civil Society Sustainability Initiative“ and its outcomes nation-wide, as well as contribute to experience sharing and networking on regional and national levels, the project established hubs in all 10 regions of Georgia.

,,Media Center Kakheti” is a regional hub for Kakheti region. As all hubs of the project, ,,Media Center Kakheti” supports CSSIGE with efficient outreach and sustainability and contributes to the experience sharing and networking on regional and national levels.

Disseminates information on upcoming and conducted project activities in the respective region;

  • Provides information to local residents, government agencies, local and international organizations interested in working in the region (in Georgian / English) about non-governmental organizations, associations and community associations operating in the region, according to the municipalities;
  • Training seminars, discussions on various topical and important issues for civil society organizations working in the region.
  • Raising public awareness about the EU Association Agreement and organizing information campaigns to strengthen local democracy in the Kakheti region.
  • Assist in organizing regional CSO services and product exhibitions.
  • Seminar on the effective use of social media for regional CSOs.
  • . School competition for bloggers and photo-video materials to promote local initiatives.
  • Form a media campaign in support of the regional hub and the local civil sector and inform the public.
  • Prepare an information bulletin quarterly.
  • Networking – Sharing experiences with other organizations.
  • Organize a regional CSO forum and conduct network events.
  • Establishment of SSO Regional Council and preparation of regional development projects under this auspices. At the same time developing innovative ideas and projects for hub development;
  • Finding partners at the national level and networking with other hubs;
  • Promoting the time bank with young people, representatives of business and non-governmental organizations.
  • Conducting trainings and workshops for the internal team.
  • Constant updating of the Facebook page and weekly updating of information about the activities planned within the project.

 

Within the framework of the project, Media Center Kakheti will constantly provide you with information on grant competitions, projects, trainings, educational courses and services that are useful for you.

Regional Hub Office, address: Telavi, 2200 Ilia Chavchavadze street N 160

Also, by phone: 555 52 02 34;

E-mail: mediacenterkakheti@gmail.com

Also, online, via Kakheti Regional Hub Facebook:

https://www.facebook.com/KakhetiRegionalHub/

JSCs and community organizations, members of the civil society, volunteers, you have the opportunity to use the technically equipped, comfortable training room at the following address: Kakheti Regional Hub Office, Telavi, Chavchavadze # 160