mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სერვის კონტრაქტორის შერჩევა

სერვის კონტრაქტორის შერჩევა

 

სამოქალაქო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთი MCK ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა“ ფარგლებში აცხადებს სერვის კონტრაქტორის შერჩევას ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში ჩასატარებელი  საინფორმაციო კამპანიისთვის.

 

ტექნიკური დავალება

 

1.შესავალი ინფორმაცია:

პროქტის მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.პროექტის ამოცანას  წარმოადგენს გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების ანგარიშვალდებულებების გაზრდა, საჯარო ზედამხედველობისა და მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბებით და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერების გზით;

შემუშავდება ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგია საინფორმაციო კამპანიისთვის და გაიწერება რეკომენდაციები, ყოვლისმომცველი ნარატივით, თემებით, ფორმულირებით, სიმბოლური წარმოდგენებით, ვიზუალური კონცეფციით და ფსიქო-სოციალური მიდგომების გათვალისწინებით. ამ სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული იქნება სხვადასხვა მულტიმედია მასალა, რომელიც გამიზნული იქნება სოციალურად დაუცველ ქალებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე. პროგრამის შემუშავება და იმპლემენტაცია,  მოიცავს შემდეგ საკვანძო საკითხებს: ადგილობრივ თემებში, არასწორი გენდერულ ნორმების, სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შეცვლაში წვლილის შეტანა და ცნობიერების ამაღლება გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის; გენდერული ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.

 

  1. დავალების მიზანი

დავალების ფარგლებში, შერჩეულმა კონტრაქტორმა   უნდა გაუწიოს კოორდინაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან : მათ შორის, აქტივისტ ქალებთან, მედიასთან, საჯარო და სამოქალაქო ჯგუფებთან, გაუწიოს ტექნიკური კოორდინაცია და დააორგანიზოს ვორქშოფები და ტრენინგები,  სამუშაო შეხვედრები, ასევე საკომუნიკაციო ღონისძიებები.

დავალების პროდუქტები და ვადები:

კონტრაქტორი ვალდებულია:

  1. უნდა იყოს რეგისტრირებული იურიდიული, ანდა ფიზიკური პირი;
  2. დროულად და ხარისხიანად წარმართოს დაგეგმილი შეხვედრების ლოგისტიკური საქმიანობა;
  3. შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით უნდა მოახდინოს მონაწილეთა უზრუნველყოფა სამუშაო გარემოს, საჭირო მასალებისა და განთავსების ღონისძიებებით.
  4. შეფასების მიზნით უნდა წარმოადგინოს წინასწარი განფასება 3 დღიანი შეხვედრა/ტრენინგისთვის 20 ადამიანზე, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: მონაწილეთა განთავსებას სასტუმროში, კვება (ლანჩი და ვახშამი) და შესვენება კოფე/ბრეიკს.  

ანალოგიური საქმიანობის გამოცდილება და ადგილობრივ კონტრაქტორებთან თანამშრომლობა შემოთავაზებულ დაბალ ფასთან ერთად  ჩაითვლება პრიორიტეტად.

გთხოვთ, ტექნიკური დოკუმენტაცია 10 აგვისტომდე წარმოადგინოთ ორგანიზაციის ოფიციალურ ელ ფოსტაზე: mediacenterkakheti@gmail.com ან დაგვიკავშირდით მისამართზე: ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის 160.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

გეოგრაფიული დაფარვა: რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთის მაღალმთიანი დასახლებები, კახეთი

პროექტის დონორი: ევროკავშირი წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ

პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2022 – დეკემბერი 2024