თელავში ქანდაკება ,,შენ ხარ ვენახი” თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჭავჭავაძის სახელობის სკვერში იდგა. ძეგლის დემონტაჟი 3 წლის წინ სკვერის რეაბილიტაციის გამო განხორციელდა. ამ ეტაპზე, მოსახლეობის დიდი ინტერესის გამო ქალაქის მერიამ დაიწყო დისკუსიები ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით. მოსახლეობის აზრი ნახეთ ჩვენს გამოკითხვაში.