mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით ლაგოდეხში მამაკაცი დააკავეს

ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით ლაგოდეხში მამაკაცი დააკავეს

 (photo: )

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ნინიგორში 38 თ.კ. ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც მეუღლეს მოკვლით ემუქრებოდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. მათივე ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 236-ე მუხლების მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.