mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ადვოკატირების საგრანტო კონკურსი კახეთის სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის

ადვოკატირების საგრანტო კონკურსი კახეთის სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს ადვოკატირების საგრანტო კონკურსს კახეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

კონკურსის მიზანია, ადგილობრივი ორგანიზაციების გააქტიურება სხვადასხვა მუნიციპალური მომსახურების ხელმისაწვდომობის/ხარისხის გაუმჯობესებაში, კონკრეტული პრობლემის აქტუალიზაციით, შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის გადაჭრის გზების შეთავაზებით, საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებითა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებით.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა 16 გრანტი. თითოეული გრანტის მინიმალური მოცულობაა  1 500 (ათას ხუთასი), ხოლო მაქსიმალური – 2 000 (ორი  ათასი) ევროს ექვივალენტი ლარში. საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად 2021 წლის 6 იანვარს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე გაიმართება ვებინარი პლატფორმა „ზუმის“ (zoom.us) გამოყენებით. ვებინარზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/86888044176  ან გამოიყენეთ შეხვედრის კოდი: 868 8804 4176

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 იანვარი, 2021 წელი.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი.

აქვე გიზიარებთ ორ საინფორმაციო ვიდეოს ადვოკატირების ინიციატივების დაგეგმვისთვის:

საკონტაქტო პირი: სალომე სიჭინავა

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, პროექტის კოორდინატორი
მობ.:  +995 598 39 88 81
ვებ-გვერდი: ctc.org.ge