საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს და ნაცვლად 2015 წლისა, 2017 წლის 1-ელი მარტიდან შევა ძალაში, – ამგვარი რეკომენდაციით ეკონომიკურმა საბჭომ მთავრობას მიმართა.
საბჭოს წევრებმა სავალდებულო ტექდათვალიერების გარდა, განიხილეს პროექტი “ახალი აბრეშუმის გზა”, რომელიც ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირურთიერთობების გაღრმავებას, ახალი საავტომობილო ქსელის განვითარებასა და გლობალური კავშირების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.