mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ახალგაზრდა თელაველი ფერმერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ახალგაზრდა თელაველი ფერმერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრები ახალგაზრდა ბიზნესმენი, გიორგი მუმლაური ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავში მოხდა. მათივე განცხადებით, გარდაცვლილი სოფელში უკვე ჩამოასვენეს. ახალგაზრდა ფერმერი ავსტრიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სოფლის მეურნეობას უძღვებოდა. გიორგი მუმლაურმა მოკლე დროში შეძლო თანამოაზრეების გაერთიანება და სოფელ კურდღელაურში მარწყვის ბაღი გააშენა. გიორგის შესახებ სტატია და რეპორტაჟი „კახეთის ხმამ“ ამ ზაფხულს მოამზადა.
ნახეთ ლინქი: goo.gl/XoxJej
,,კახეთის ხმის” რედაქცია სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.