mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ბლოგი იმაზე, როგორ უნდა დავწეროთ დღიური

ბლოგი იმაზე, როგორ უნდა დავწეროთ დღიური
კვირის დღიური როგორ დამეწყო, არ ვიცოდი, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ის, თუ როგორ ვერ ვწერ პროლოგს. 
დღიურები არასდროს დამიწერია, რადგან ვფიქრობ, უკვდავი მოგონებები ისედაც სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში, ფურცელზე გადატანის გარეშეც.

ეს პირველი დღიურია, ცოტას ვღელავ, მაგრამ ვეცდები, ჩემთვის რთული მისია კარგად შევასრულო.
გპირდებით, გულრწფელი ვიქნები. აქ ვერ წაიკითხავთ ტყუილებს, უტრირებულ ამბებსა და ლეგენდებს. დღიურში მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ ამბებს ნახავთ.
აი, ასე:  მე ხელი შემეწყოს დღიურის წერაში, თქვენ კი, მის წაკითხვაში.
17 ივნისი, პარასკევი
დღეს ძალიან დიდი დღეა, იმ პროექტის დახურვაა, რომლის მმართველიც (მენეჯერიც)  3 თვის განმავლობაში ვიყავი. განვიცდი, მაგრამ არა იმაზე, თუ როგორ გავაკეთებ პრეზენტაციას. დიდი ხანია, ამაზე აღარ ვღელავ, ალბათ, შევეგუე. ვდარდობ იმაზე, როგორ ჩაივლის ეს დღე და რას იტყვიანსტუმრები. ამ დროს ადრე ვდგები ხოლმე, რადგან …[არ ვიცი რატომ], უბრალოდ ადრე ვდგები. დღესაც, მაღვიძარას ხმა რომ გავიგე,  7 საათი იყო. პროექტის დახურვამდე 5 საათი იყო დარჩენილი.  როგორცვე თავი გამოვიფხიზლე, მაშინვე ავდექი და მომზადება დავიწყე – ბუკლეტები ჩალაგებულია, განრიგი ჩადებულია, მეხსიერების ბარათიც აქაა, პრიზებიც ჩავდე. ყველაფერი მზადაა. პროექტის დახურვა ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გვაქვს 12 საათზე, მაგრამ 10 საათზე უკვე იქ უნდა ვიყო, უნდა მოვაწესრიგოთ ყველაფერი.
როგორც იქნა, დადგა 10 საათიც. პროექტორიც, ეკრანიც, საჭირო მასალებიც გამოვიტანეთ და ყველაფერი მზადაა.
დაწყებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი, როცა დენი ჩაქრა.  სიმართლე გითხრათ, ძალიან გავნერვიულდი, თუმცა ვცდილობდი არ შემემჩნია. წყნარად ვარკვევდი უშუქობის მიზეზს და მისი დაბრუნების დროს. საბედნიეროდ, მხოლოდ 10 წუთი გაგრძელდა ჩემი ნერვიულობა. ყველაფერი კარგად იყო, ვიდრე პროექტორის პრობლემა არ გამოჩნდებოდა. აღარ ირთვებოდა, ბევრი ვეცადე მაგრამ .. მეორე პროექტორის მოტანა ვთხოვე, მოიტანეს. არც ის ირთვებოდა. დაწყებამდე 2 წუთი იყო დარჩენილი.  უცებ, შევამჩნიე, რომ თურმე პროექტორის დენში შეერთება დამვიწყებოდა. შემრცხვა, ძალიან შემრცხვა, თუმცა, ასეთ დიდ დღეებში, ხშირად მემართება ხოლმე. შევეცადე არ შემემჩნია და ჩუმად შევაერთე. J
დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ცოტა დავიღალე, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ასეთი დაღლა. ბედნიერების ზეიმი რომაა სულში, ეს ის მომენტია.
მთელი დღე ვფიქრობდი – გული მწყდებოდა პროექტი რომ დამთავრდა. რთულია, 3 თვე იშრომო, ზოგჯერ 24/7 რეჟიმშიც იმუშაო და ბოლოს ამ ყველაფერს წერტილი დაესვას. პატარა პროექტების ნაკლი ესაა.
ის დღე დავისვენე და პროექტის ანგარიშის დასაწერად შევამზადე ჩემი გონება.
 
18 ივნისი, შაბათი
ორკვირიანი რთული მუშაობის შემდეგ, პირველი დღე იყო, მაღვიძარა რომ არ მქონდა დაყენებული და თავს უფლება მივეცი,  დამეძინა იქამდე, სადამდეც მინდოდა. 12 საათზე გავიღვიძე. ,,ფეისბუკზე“ ბევრი წერილი დამხვდა – ძირითადად, ჩვენი პროექტის ბენეფიციარებისგან.  მადლობას მიხდიდნენ და საკუთარ შთაბეჭდილებებს მიზიარებდნენ. დღემ კარგად დაიწყო. ვიდრე ანგარიშის წერას დავიწყებდი, მადლობის წერილები გავაგზავნე.
დრო მოვიდა ანგარიშის წერის.  ეს ბოლო ანგარიში იყო ჩვენი პროექტის, ამიტომ მთელი გული და სული ჩავდე. არადა, ისე დიდად არ მიყვარს ანგარიშების წერა, მე უფრო განხორციელება და აქტიური პროცესები მხიბლავს, მაგრამ, იმდენად არ მინდოდა ამ პროექტის დასრულება, რომ გული და სული ჩავდე ანგარიშში.  დღეს კიდევ ისეთი არაფერი მომხდარა, დღე ღამით რომ შეიცვალა, დავიძინე.
 
19 ივნისი, კვირა
მაღვიძარა რეკავს. შევხედე საათს და 6 საათია. იმდენად ღრმად ვიყავი ძილში, ვერ მივხვდი, რატომ უნდა ავმდგარიყავი 6 საათზე. ცოტა უფრო რომ გამოვიღვიძე, გამახსენდა რომ დღეს ბაკურიანში მივდივარ ტრენინგებზე და სასწრაფოდ უნდა წავიდე.
წინ გრძელი გზაა. ჯერ თბილისში უნდაჩავიდე. წასვლა ტაქსითი გადავწყვიტე.  მგზავრებმატაქსიში ბევრი ისაუბრეს  ევროპის ,,გარყვნილობაზე“, იმაზე, რომ ევროპა გვართმევს ქართველობას და ა.შ.  არ მიყვარს ვინმესთან შედავება, მით უმეტესღრმაევროპფობებთან,  ჩართვა საუბარში, სრულიად უაზრო იქნებოდა.  უბრალოდ, გუნება გამიფუჭდა.  შავსა და თეთრს როგორ ვერ ასხვავებენ, მეფიქრება,  ან,იქნებ, მათი ფერებია ასეთი…
თბილისშიც ჩავედი, როგორც იქნა. დასრულდა ევროპის გარყვნილობაზეც საუბარი, დავისვენე. ახლა ბაკურიანში წასვლის დროა. გზაში საინტერესო არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ, ძალიან საინტერესო ტრენინგზე მოვხვდი. აქ კიდევ ორი დღე უნდა დავრჩე. ტრენინგის თემა იყო – ,,ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხმარებელზე.“
დღე საინტერესოდ დასრულდა,ძილის დროა, ღამემშვიდობისა.
 
20 ივნისი, ორშაბათი
მაღვიძარა რეკავს. თვალებს ძლივს ვახელ. დილის 5 საათია.  გაოცებული ვიყურები. რატომ დავაყენე 5 საათზე მაღვიძარა?
გამახსენდა! ბაკურიანი ძალიან მიყვარს, ამიტომ ვიდრე ჩვენი წვრთნა დაიწყებოდა, ბაკურიანის გარშემო სირბილი და შემდეგ პარკში სეირნობა გადავწყვიტე. ჩემთან ერთად, ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილეც წამოვიდა. ვირბინეთ, ვისეირნეთ. დღე ძალიან საინტერესოდ დაიწყო. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, ამირანის პარკში,  პანორამული ხედიდან გადმოგვეხედა და მთლიანი ბაკურიანი მაღლიდან დაგვენახა, ძალიან ლამაზი იყო.
უკვე 8 საათია, სასტუმროში დაბრუნების დროა. დავბრუნდით. დღევანდელი ტრენინგი უფრო საინტერესო ჩანდა. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის სურსათის უვნებლობა ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე.
ამ ტრენინგმა ცოტა დამაფიქრა – თურმე  ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი პრობლემები ჰქონია ჩვენს ქვეყანას.
დღის ბოლოს განტვირთვა და გართობა გადავწყვიტეთ. ბარში ბევრი გავერთეთ, საბოლოოდ კი, ღამის 3 საათამდე აუზში თამაშით დავაგვირგვინეთ.
 
21 ივნისი, სამშაბათ
ვიღვიძებ, მაგრამ ძალიან მეძინება. ტრენინგი რომ არა, კიდევ დიდ ხანს სიამოვნებითდავიძინებდი. ვდგები. დღეს შუადღემდე ტრენინგი გვქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამ ტრენინგზე მოვხვდი. ამ ტრენინგის საშუალებით, ბევრი კარგი ადამიანი და მომავალში კოლეგა გავიცანი. გარდა ამისა, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
დრო დადგა თბილისში დაბრუნებისა. 2-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ავტობუსი გაფუჭდა. კასპთან ახლოს ვიყავით. მოულოდნელი პიკნიკის მოწყობა მოგვიწია. მიკროავტობუსი გამოვიძახეთ თბილისიდან.  30 წუთში უნდა მოსულიყო. პიკნიკი ძალიან გაგვიგრძელა მიკროავტობუსის დაგვიანებამ და  მძღოლის ცრუპენტელობამ, –  მცხეთასთან ვარ, 2 წუთში მანდ ვიქნები, აი, თითქმის,  მოვედი, – ასე გვატყუებდა. 3 საათი ვილოდეთ. შებინდებაც დაიწყო. საბოლოოდ, როგორც იქნა, გამოჩნდა. ჩავსხედით, დავბრუნდით თბილისში. ეს იყო, რაც დღეს მინდოდა, მეთქვა.J
22 ივნისი, ოთხშაბათი
თავს უფლება მივეცი, დიდხანს მძინებოდა.
ხო, მართლა, დღეს ის დღეა, ლომისის მთა რომ უნდა გავაწითლოთ. დღეს ის დღეა, ცხოველების სისხლით გადაწითლებულ მთაზე ბუნებისა და სამშობლოს სადღეგრძელო რომ უნდა შევსვათ. და კიდევ ის დღეა, უმოწყალოდ დახოცილი უამრავი ცხვარი მარადიული სიცოცხლისა და სიყვარულის მქადაგებელს – იესოს რომ უნდა დავაბრალოთ. დღეს ის არ ვიცით, რომ ეს საქმე ქრისტიანობის სახელით არ უნდა გავაკეთოთ, რადგან ვეწინააღმდეგებით ჩვენს რელიგიას.
დღეს ბევრი რამე არ ვიცით და ჩვენს უმეცრებას ღმერთს ვაბრალებთ.
დღეს ჩვენი დასრულებული პროექტის საბოლოო საქმეების მოგვარების დღე მქონდა. საღამოს  თელავში დავბრუნდი.
 
23 ივნისი, ხუთშაბათი
დილას ადრე გავიღვიძე. თბილისში დავბრუნდი.  ერთ-ერთ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას, სადაც გარემოსდაცვით საკითხებში მომუშავე ექსპერტის კონსულტაცია დამჭირდა, ამიტომ, ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს“[CENN] ვესტუმრე. კონსულტაციები გავიარე და ძალიან კმაყოფილი წამოვედი. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საქართველოში არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სოციალურ საკითხებზე აქტიურად მუშაობენ, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია.
სახლში დავბრუნდი და ელფოსტაზე წერილი დამხვდა. რამდენიმედღისწინგავაგზავნეერთ-ერთგარემოსდაცივითპროექტშიჩემიე.წ CV დასამოტივაციოწერილი, როგორცვიცი,ამპროექტშიძალიანბევრიმოსწავლეუნდააერჩიათ.
დღესმომივიდაპასუხი – სამწუხაროდ, თქვენარგაქვთსაკმარისიგამოცდილებაგარემოსდაცვითსფეროში, ჩვენვეძებთისეთახალგაზრდებს, რომლებსაცაქვთგარემოსდაცვითაქტივობებშიმონაწილეობისდიდიგამოცილება, ამიტომთქვენვერგახდებითჩვენიპროექტისმონაწილეო ..
დღის ბოლოს, მზიურის პარკში გავისეირნე. 13 ივნისის შემდეგ იქ არ ვყოფილვარ. ბუნებას საკმაოდ შესამჩნევი კვალი დაუტოვებია.
ასეა, ბუნება ზუსტად ისე გვექცევა, როგორც ვექცევით.
ღამე მშვიდობისაJ
 
24 ივნისი, პარასკევი
დღეს კარგი დღე მაქვს. კინოფესტივალ ,,ჯიფონის“ ჟიურის წევრი ვარ უკვე მეორედ. ,,ჯიფონი“ ძალიან საინტერესო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად 350 ჟიურის წევრს მასპინძლობს. ისინი უყურებენ ფილმებს და არჩევენ მათგან საუკეთესოს, ასევე, ესწრებიან სხვადასხვა მასტერკლასებს და ხვდებიან კინემატოგრაფიაში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს.
დილა წუწუნით დავიწყე. წელს ,,ჯიფონი“ თბილისის ბოლოს, თავისუფალ უნივერსიტეტში ტარდება. ფაქტობრივად, მთელი ქალაქის გავლა მიწევს. ცხელა. თუმცა, ადგილზე მისულს იმდენად სასიამოვნო გარემო მხვდება, რომ მავიწყდება სიცხეც, დისკომფორტიც და გრძელიგზაც. დღე ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ვუყურეთ ერთ ფილმს, შემდეგ  სცენარის წერის მასტერკლასი ჩაგვიტარდა.
სახლში კმაყოფილი დავბრუნდი.
ახლა ზუსტად იმ სიტყვებს ვწერ, რასაც წაიკითხავთ.
გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკითა და გამოძიებით ძალიან დავინტერესდი. სამი სტატია მაქვს დასაწერი მომდევნო სამ დღეში, თუმცა ახლა რესპონდენტი მელოდება, ,,სკაიპით“ უნდა გავესაუბრო. ეკომიგრანტია და, ვგონებ, საინტერესო ინტერვიუ გამოვა.
მიხარია, თუ ჩემი დღიურების კითხვაში დახარჯული 15 წუთი, თქვენთვის საინტერესო იყო.
ჩემს ერთი კვირის დღიურს კი ბანალურად დავასრულებ:
გმადლობ წაკითხვისთვის! Jსს