mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

გადავარჩინოთ თელავის მედია კაფე – მერია მედია კაფის დახურვას უპირებს

გადავარჩინოთ თელავის მედია კაფე – მერია მედია კაფის დახურვას უპირებს

თელავის მედია კაფე შესაძლოა დაიხუროს. მერია აღარ აპირებს, რომ ,,კახეთის ხმის“ რედაქციას საიჯარო ხელშეკრულება გაუგრძელოს.
ისინი ფართის სამხატვრო სკოლისთვის გადაცემას გეგმავენ. ,,გადავარჩინოთ თელავის მედია კაფე,,- ამ სახელწოდების პეტიცია მედია კაფის დაფუძნებელმა, მაია მამულაშვილმა პრემიერ-მინისტრის სახელზე მოამზადა და ახლა პასუხს ელოდება. პეტიციის ხელომწერები გიორგი კვირიკაშვილს თელავის მედია კაფესთან იჯარის ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაგრძელებას და არსებული სივრცის გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციისთვის შენარჩუნებას სთხოვენ. საიჯარო ხელშეკრულებას, რომელიც მაია მამულაშვილსა და ქალაქ თელავის მერიას შორისაა გაფორმებული ვადა 2016 წლის 8 დეკებერს ეწურება. შეგახსენებთ, რომ მედია კაფე სამახატვრო სკოლის სარდაფში 2012 წელს გაიხსნა. მას შემდეგ აქ შესაძლებელია დისკუსიების, შეხვედრებისა და შემოქმედებითი საღამოების გამართვა.
წყარო: ტელეკომპანია ,,გურჯაანი”
https://youtu.be/7UAexxeOzUM