mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელაველები ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ [Video]

თელაველები ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ [Video]

რას ფიქრობენ თელაველები ერთსქესიან ქორწინებაზე საქართველოში

საქართველოში გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, 35 %–მა იცოდა ამის შესახებ, ხოლო 6% ამბობს, რომ არ იცის, წერს ნეტგაზეთი.
ამასთან, კითხვაზე, მხარს დაუჭერთ თუ არა ცვლილებას, რომელიც აკრძალავს ქორწინებას ერთი სქესის ადამიანებს შორის, 89% პასუხობს დიახ, 6% – არა, ხოლო 4%-მა “არ იცის”.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას 2012 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში” იმავე წლის 10 ივლისს წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
სექსუალურმა უმცირესობებმა საკუთარი უფლებების დაცვა გასული საუკუნის 50-იანი წლების გარიჟრაჟზე დაიწყეს. აქტიური მოძრაობა, ერთსქესიანი სამოქალაქო ქორწინების უფლების მოსაპოვებლად, დაახლოებით, 20 წელია, არსებობს. 2001 წელს, ჰოლანდიამ პირველად მოახდინა ამ პრაქტიკის ლეგალიზება.
ჰოლანდიისა და აშშ-ის ექვსი შტატის გარდა, დღეისთვის გეი-ქორწინებას ლეგალურად არგენტინა, ბელგია, კანადა, ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და შვედეთი ცნობს. საფრანგეთში არსებობს პაქტები, რომლებიც ჰომოსექსუალებზე ქორწინების მსგავს უფლება-მოვალეობებს განავრცობს.
მექსიკაში ერთსქესიანი ქორწინებები მხოლოდ დედაქალაქში ხდება, თუმცა, მათ მექსიკის ყველა შტატი აღიარებს.
ისრაელი, მართალია, არ ცნობს მის ტერიტორიაზე აღსრულებულ გეი-ქორწინებებს, მაგრამ სხვა ქვეყნის კანონმდებლობით მომხდარ მსგავს რეგისტრაციას აღიარებს.