ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანა“, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა“.
პროექტის მიზანია კახეთის და იმერეთის რეგიონებში, სამიზნე ღარიბ და მოწყვლად თემებში სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების გაზრდა. დაინტერესებულ პირებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის და ტურიზმის განვითარების მიზნით 1000-დან 2000 დოლარამდე გრანტების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
2016 წლის ოქტომბრის განმავლობაში სამიზნე თემებში საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება. მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ შეხვედრებს და მიიღონ ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
კახეთი
ტელ: 599530319, 599582010 და 59119519
ფოსტა: [email protected]
იმერეთი
ტელ: 579111174 და 599 250909
ფოსტა: [email protected]
სამიზნე თემები