mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

გიორგი ბოტკოველი – პედაგოგებს აიძულებენ ხმა მისცენ მმართველი პარტიის წარმომადგენელს

გიორგი ბოტკოველი – პედაგოგებს აიძულებენ ხმა მისცენ მმართველი პარტიის წარმომადგენელს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში გიორგი ბოტკოველი პედაგოგების დაშინების ფაქტებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, თელავსა და ყვარელში თანამდებობის პირები პედაგოგებს აიძულებენ ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, თანამდებობის პირები ბაღის გამგეებსა და დირექტორებს იბარებენ და ავალებენ, რომ მხარდამჭერების 15-კაციანი სია გააკეთონ, რომელთაგანაც მიიღებენ გარანტიას, რომ ეს ადამიანები აძლევენ „ქართულ ოცნებას“ ხმას. 
გადამოწმების მექანიზმი ამ ჯგუფის მიერ დასახული არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, ვინც ამ სიაში მოხვდებიან, 41-ნომრიანი შემოხაზული ბიულეტენი უნდა გამოიტანონ კაბინიდან და კონკრეტულ პირს აჩვენონ საარჩევნო კომისიაში. ამის შემდეგ ჩააგდონ ეს ბიულეტენი ყუთში. იგივე ხდება ყვარელში, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხვდება პედაგოგებს და ავალებს სიების შედგენას“,
– განაცხადა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი ბოტკოველი მოუწოდებს პედაგოგებს, რომ არჩევანი გააკეთონ საკუთარი სურვილისამებრ.