mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

გიორგი კვირიკაშვილი – რაფალიანცის საქმეზე იყო ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია

გიორგი კვირიკაშვილი – რაფალიანცის საქმეზე იყო ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია

გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე ბარბარე რაფალიანცის საქმეზე კომენტარი გააკეთა.
,,რაფალიანცის საქმეზე იყო ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია ყველა მხრიდან რაფალიანცის საქმეზე იყო ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია ყველა მხრიდან, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიორგი კვირიკაშვილისგან გამოუძიებელი გახმაურებული საქმეებით დაინტერესდა, რა კონტექსტშიც გიორგი კვირიკაშვილმა რაფალიანცის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის გახსნა დღემდე ვერ მოხერხდა, რადგანაც ეს დანაშაული ვერ გამოიძიეს ცხელ კვალზე.
”რაფალიანცის საქმე იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და აღმაშფოთებელი მკვლელობა, რომელმაც შეძრა საქართველო. სამწუხაროდ, ცხელ კვალზე ეს დანაშაული ვერ გამოიძიეს და დღემდე არ არის დადგენილი საბოლოო მიზეზი, რაც არის ძალიან სამწუხარო. პოლიტიკოსებმა გააკეთეს ცხელ გულზე არასწორი კომენტარები და ის ფაქტი, რომ ეს არის გამოუძიებელი, არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. სამწუხაროდ, ხანდახან შესაძლებლობის ფარგლებში რაც ხერხდება, ის კეთდება. ამაზე მეტი ამ გამოძიების ფარგლებში ვერ გაკეთდა და ვერ გაკეთდა იმიტომ, რომ ცხელ კვალზე არ იქნა გამოძიებული და იყო ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია ყველა მხრიდან”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.