გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი „გოლფისა“ და „06“-ის მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ერთ-ერთის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. იგი 70 წლის მამაკაცია. მსუბუქად დაშავდა მეორე ავტომანქანის მძღოლი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.