mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გოგი მაჩხაშვილი უხელმძღვანელებს

გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გოგი მაჩხაშვილი უხელმძღვანელებს

გურჯაანში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, გოგი მაჩხაშვილი უხელმძღვანელებს.
დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, ბიურო ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
,,მიხარია, რომ ბატონმა გოგიმ მიიღო ჩემი შეთავაზება და მიხარია, რომ ბატონმა გოგიმ მიიღო ჩემი შეთავაზება და პარლამენტის პირველივე სხდომის შემდეგ შეუდგება საქმიანობას. გარდა სადეპუტატო ბიუროს ხელმძღვანელობისა, იგი კოორდინაციას გაუწევს გურჯაანის განვითარების გეგმის სამუშაო ჯგუფებს, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების მიმდინარეობას და მონიტორინგს, ორგანიზებას გაუწევს დეპუტატის მოსახლეობასთან შეხვედრებს. ბატონი გოგის კომპეტენციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, თავმდაბლობასა და საქმის საუკეთესოდ გაძღოლაში არავის ეპარება ეჭვი. მას უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია”, – განაცხადა დეპუტატმა.