გურჯაანი ტექნოპარკისთვის რეგიონული ცენტრი გახდება. ობიექტის გახსნის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების ხელშწყობას ბიზნესის დაწყების კუთხით. გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების ინფორმირება თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა სტარტაპების დაფინანსების პროექტში, როგორ დაწერონ პროექტი, როგორ შეკრიბონ საჭირო გუნდი და როგორ იმუშავონ სწორი მიმართულებით.
,,ახალგაზრდებისთვის ეს არის კარგი საშუალება, რომ საკუთარი იდეები განახორციელონ და ბიზნესად აქციონ. ასეთი ბაზები ყველგან უნდა იყოს და მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი ცენტრი გურჯაანში გაიხსნება. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ გურჯაანელ ახალგაზრდებს შევუქმნა ხელსაყრელი პირობები საქმის საკეთებლად,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მაჟორიტარიდეპუტატი მსოფლიო ბანკისა და ტექნოპარკის წარმომადგენლებს შეხვდა. დეპუტატმა და სტუმრებმა გურჯაანში ტექნოპარკის გახსნისთვის შერჩეული შენობა, რკინიგზის კულტურის სახლიც დაათვალიერეს.