,,კახეთი-იონი“ კახეთის მოსახლეობას მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. კლინიკამ ახალ პროგრამა დაიწყო, ისინი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში უკვე ჩაერთნენ.
მოსახლეობას შეუძლია ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები და გაიაროს მკურნალობის კურსი უფასოდ. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში პაციენტს კლინიკაშივე შეუძლია მკურნალობის კურსის გავლა. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი კლინიკაში 3 წელი გაგრძელდება. კლინიკის წარმომადგენლებისვე განცხადებით, უახლოეს მომავალში დაწესებულება გაფართოებასაც გეგმავს.