mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

დედოფლისწყაროში 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს

დედოფლისწყაროში 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკებისას 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მამაკაცთან სახლში საქეიფოდ შეკრებილ პირებს შორის რა სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მათივე თქმით, ჩხუბის დროს მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მონაწილე პირები პოლიციამ უკვე დაკითხა, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.