დღეს, კახეთის ზოგიერთ ქალაქში მცირე თოვლია მოსალოდნელი. ქალაქ თელავში დილიდან თოვს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 22 იანვრის ჩათვლით რეგიონში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
,,დღეს, რეგიონში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი, -2, -3 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება. 22 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,” – აცხადებენ სინოპტიკოსები.
მათივე თქმით, 23 იანვრიდან რამდენიმე დღე გამოიდარებს.