mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმზე იანვარში იმსჯელებს

ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმზე იანვარში იმსჯელებს
ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმის საკითხზე სავარაუდოდ 2017 წლის 18 იანვარს იმსჯელებს. 

სავარაუდო თარიღს თავად ევროპარლამენტი აანონსებს, რის შესახებაც ინფორმაცია მის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. წინასწარი ინფორმაციით, იანვრის სესიაზე ევროპარლამენტის წევრები შესაბამისი რეგლამენტის   განხილვას პირველი მოსმენით გეგმავენ.

გუშინ სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა კატი პირიმ დაწერა, რომ „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმება მიღწეულია.

„შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის“, – აღნიშნა პირიმ.