mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ენმ- სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა

ენმ- სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა
2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანასება გათვალისწინებული აღარ არის.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი პროგრამის გაუქმებას ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს.
,,მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე რეგიონებში გააუქმდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. პროექტი მოქმედებდა 2009 წლიდან და 2012 წლამდე იყო მზარდი. ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ გაეზარდა პროგრამის დაფინანსება, გააუქმა. სოფლის მოსახლეობას ჰქონდა გამოყოფილი კონკრეტული თანხა და სოფლის კრება თავად იღებდა გადაწყვეტილებას რა განეხორციელებინა თავის სოფელში”, – განაცხადა ბოტკოველმა.
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად იღებდნენ გარკვეული რაოდენობის თანხას, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდებოდა. მიმდინარე წლიდან საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგეობებს მოუწევთ გარკვეული პროცედურის გავლა. თანხის მოთხოვნამდე მათ მისი საჭიროების დასაბუთება მოუწევთ.
მოსახლეობის აზრით, სოფლების განვითარებისა და ადგილობრივების ჩართულობის მხრივ პროგრამა სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება სოფლებს დააზარალებს და ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელდება.