ადგილობრივების ინფორმაციით, იმის გამო, რომ მათ საკუთრებაში არსებული საძოვრები ირანელებზე გაიყიდა, სოფელში პრობლემები მომრავლდა რადგან სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს. მათივე თქმით, პირუტყვი გამოსაკვებად სხვა სოფლის საძოვრებზე მიყავთ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებისა და მომავალი დეპუტატისგან ითხოვენ.
,,ჩვენ მომთაბარე ხალხი ვართ, სახლშიც ვართ და საძოვარზეც. პრობლემა გვაქვს საძოვრებისა რადგან რამდენიმე წლის წინ გაიყიდა. საძვარი სხვა სოფლებში მიგვყვავს საბალახოთ რაც დიდ ხარჯებს უკავშირდება. ვითხოვთ, რომ საძოვრები დაგვიბრუნონ სოფელში”,–გნაცხადა აიდინ ისაევმა.
გარდა საძოვრებისა, ადგილობრივები უმუშევრობაზე, დაზიანებულ გზებზე, უწყლოობაზე, სკვერისა და სტადიონის არ არსებობასა და სოფელში ნაგვის ბუნკერების არარსებობაზე ჩივიან. მათივე განცხადებით, იმის გამო, რომ სოფელს ყურადღება არ ექცევა არსებული პრობლემები დღითიდღე მწვავდება.
,,სოფელში წყალი არ გვაქვს, გზებიც არ გვივარგა, ხელით მოგვაქვს სახლებში წყალი ბალონებით. არც ნაგვის ბუნკერებები გვაქვს სოფლებში და არც ექიმი გვყვავს. ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი”,–აცხადებს სოფელ დუზაგრამას მკვიდრი ალმით იაგუბოვი.
ეთნიკურად დასახლებულ იორმუღანლოს თემში სოფელ დუზაგრამას მაცხოვრებლების განცხადებით, სოფლებს ახალგაზრდები ნელ–ნელა ტოვებენ. მათივე თქმით, სოფლებში არც ინტერნეტია, არც სტადიონი, არც კინო და არც ახალგაზრდებისთვის გასართობი საშუალებები. ეს პრობლემები მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს ინტეგრაციაში უშლის ხელს და სოფლიდან წასვლისკენ უბიძგებს.
,,სოფელში გვჭირდება საბავშვო ბაღი, სკოლაში ვერ ვთამაშობთ სტადიონის არ არსებობის გამო, არ გვაქვს ინტერნეტი, გასართობი ცენტრი ან სკვერი”,–ამბობს თოიფა სადიკოვი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის, კაზამფარ მამედოვის თქმით, იორმუღანლოს თემში დასახლებული მოსახლეობის ძირითადი პრობლემა ქართველებთან სრულფასოვანი ინტეგრაციაა. როგორც სოფელ დუზაგრამაში ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ არსებული პრობლემები არ მოგვარდება და დეპუტატი არ დაეხმარებათ, ისინი სამოავლოდ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
,,აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხი უნდა ვენდოთ ერთმანეთს, რომ ყველამ ერთად ავაშენოთ კარგი ქვეყანა. მე აქ ვცხოვრობ და შესაბამისად, კარგად ვიცნობ ყველა პრობლემას. მაქვს დაპირებები არამხოლოდ იორმუღანლოელებისთვის, არამედ საგარეჯოს მოსახლეობისთვის. საგარეჯოში 35% არის ეთნიკურად დასახლებული ჩვენი თემის სახით. 10 წელია ვმუშაობ აზერბაიჯანელებისა და ქართველების ინტეგრაციის საკითხებზე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთი და ვანდოთ ქვეყანა ერთმანეთს. მე არვვარ ადამიანი, რომელიც ვილაში გაიზარდა, რომ თანამდებობის მიღების შემდეგ ადამიანები დაივიწყოს. მინდა, მოსახლეობას დავეხმარო და ვიყო მათ გვერდით. მაქვს გამარჯვების იმედი, ჩვენ არ უნდა განვასხვავოთ რომ ეს აზერბაიჯანელია და არ მივცემ ხმას. ეს პრობლემა და ბარიერი უნდა მოიხსნას. იმედი მაქვს, რომ ქართველებისგანაც მივიღებ ხმებს და დამიჭერენ მხარს. ჩვენთან ყველა ფიქრობს, რატომ არ უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანელს შანსი გამარჯვებისა; მინდა, რომ ეს სტერეოტიპი დავანგრიო ჩვენს აზროვნებაში”, – განუცხადა knews.ge-ს კაზამფარ მამედოვმა.