mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ექსპერტის შერჩევა

ექსპერტის შერჩევა

მედია ცენტრი კახეთი“ MCK ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერაფარგლებში აცხადებს ექსპერტის  შერჩევას

 

ექსპერტის  ტექნიკური დავალება

Expert on PR strategy ავითარებს ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ანალიზის/საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს ადვოკატირებისა და PR მასალების შემუშავებას. მედია გეგმის შედგენას და ანალიზს.

 

 1.შესავალი ინფორმაცია 

პროქტის მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.

პროექტის ამოცანას  წარმოადგენს გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების ანგარიშვალდებულებების გაზრდა, საჯარო ზედამხედველობისა და მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბებით და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერების გზით;

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების კამპანიები, მედია მასალების შემუშავება და კომუნიკაციის სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება, აგრეთვეადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა ტრენინგი, მოხდება სასწავლო პროგრამის შემუშავება და იმპლემენტაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ საკვანძო საკითხებს:

 

გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერაადგილობრივ თემებში, არასწორი გენდერულ ნორმების, სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შეცვლაში წვლილის შეტანა და ცნობიერების ამაღლება გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის; გენდერული ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.

 

  1. დავალების მიზანი

დავალების ფარგლებში, ექსპერტმა (შემსრულებელი) უნდა შეიმუშავოს და დახმარება გაუწიოს ორგანიზაციას პროექტის   ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვასა და სტრატეგიებში,  მოახსინოს არსებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე, გარდა ამისა   კოორდინაცია გაუწიოს ადვოკატირების კამპანიებს და PR მასალების შემუშავებას.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 30 აპრილამდე წარმოადგინოთ შესაბამისი CV რეზიუმე , რომელიც უნდა გამოგზავნოთ  ორგანიზაციის ოფიციალურ ელ ფოსტაზე: mediacenterkakheti@gmail.com ან დაგვიკავშირდით მისამართზე: ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის 160.

პროექტის შესახებ:

გეოგრაფიული დაფარვა: რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთის მაღალმთიანი დასახლებები, კახეთი

პროექტის დონორი: ევროკავშირი წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ

პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2022 – დეკემბერი 2024