ცხადდება კონკურსი ექსპერტის შესარჩევად
მედია პროდუქტების სოციალურ ქსელში გავრცელებისათვის
სამოქალაქო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“ MCK ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა“ ფარგლებში აცხადებს სერვის კონტრაქტორის შერჩევას მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში განსათავსებელი მედია პროდუქტების გავრცელებაზე სამოქალაქო კამპანიის წარმართვისათვის. კონტრაქტორმა უნდა შეიმუშავოს 45 მულტიმედიური პროდუქტის გავრცელების გეგმა და განახორციელოს ფართო საზოგადოებრივი წვდომა ადვოკატირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ერთიანი საინფორმაციო კამპანიისთვის.
Expert on PR strategy ავითარებს ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ანალიზის/საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს ადვოკატირებისა და PR მასალების შემუშავებას. მედია გეგმის შედგენას და ანალიზს.
1.მოკლე ინფორმაცია:
პროქტის მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.
პროექტის ამოცანას წარმოადგენს გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების ანგარიშვალდებულებების გაზრდა, საჯარო ზედამხედველობისა და მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბებით და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერების გზით;
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების კამპანიები, მედია მასალების გავრცელება სოციალური მედიის საშუალებით შემდეგ საკვანძო საკითხებზე.
გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა; ადგილობრივ თემებში, არასწორი გენდერულ ნორმების, სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შეცვლაში წვლილის შეტანა და ცნობიერების ამაღლება გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის; გენდერული ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.
დავალების ფარგლებში, ექსპერტმა (შემსრულებელი) უნდა შეიმუშავოს და დახმარება გაუწიოს ორგანიზაციას პროექტის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში მედია მასალების გავრცელების დაგეგმვასა და განთავსებას სამიზნე ჯგუფებსა და ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი საშუალებებით სოციალური მედიის, კერძოდ, Facebook ის საშუალებით 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 20 აგვისტომდე წარმოადგინოთ შესაბამისი CV რეზიუმე , რომელიც უნდა გამოგზავნოთ ორგანიზაციის ოფიციალურ ელ ფოსტაზე: mediacenterkakheti@gmail.com ან დაგვიკავშირდით მისამართზე: ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის 160.
პროექტის შესახებ:
გეოგრაფიული დაფარვა: რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთის მაღალმთიანი დასახლებები, კახეთი
პროექტის დონორი: ევროკავშირი წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ
პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2022 – დეკემბერი 2024