mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ველისციხელი ტრანსგენდერი საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ველისციხელი ტრანსგენდერი საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის ციალა რატიანის ინფორმაციით, ბოლო ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული მკვლელობის ნაწილშიც გაამტყუნა.
,,ლ. კოჭლაშვილი ორი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანებაში, კერძოდ, სახლისთვის ცეცხლის წაკიდების ეპიზოდში სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განზრახ მკვლელობაში კი გაამართლა. თუმცა უზენაესმა სასამართლომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები არ გაიზიარა და ბრალდებული მკვლელობის ნაწილშიც გაამტყუნა.
”უზენაესი სასამართლოს დასაბუთება ჩვენ არ მოგვისმენია, თუმცა ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საქმეში უტყუარი მტკიცებულებები იყო, რომელიც ადასტურებდა, რომ განზრახ მკვლელობას ჰქონდა ადგილი და არა აუცილებელ მოგერიებას”, – აღნიშნა ციალა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მკვიდრი ტრანსგენდერი 25 წლის ველისციხელი ბექა იგივე საბი ბერიანი 2015 წლის 11 ნოემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში მოკლეს. მეზობლები აცხადებდნენ, რომ ბერიანი ბინაში ქირით იყო და მას არ იცნობდნენ. რაც შეეხება შემთხვევას, ფაქტი ღამით მოხდა. მეზობლების ინფორმაციით მკვლელმა ბერიანს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობები შემდეგ კი სახლს, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა. მათივე ცნობით კარი გასაღებით ჩაკეტილი იყო, რის საფუძველზეც მეზობლები ვარაუდობენ რომ მკვლელს გასაღები ჰქონდა.