mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტსა და მედიაცენტრ ,,კახეთს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტსა და მედიაცენტრ ,,კახეთს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შპს ,,თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტსა” და მედიაცენტრ ,,კახეთს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელც მიზნად ისახავს მხარეთა ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელების გზით.

ასევე მისი მიზანია უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა ჟურნალისტიკის საბაკალავრო და პოლიტიკური პიარტექნოლოგიების, სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა სტაჟირების მიმართულებით.

მედიაცენტრი ,,კახეთის” დირექტორის, მემორანდუმის ამოცანაა აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების და კონფერენციების ორგანიზება, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. ასევე ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში მონაწილეობა და სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა.