mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავის თეატრს ბიძინა ივანიშვილმა მიკროავტობუსი აჩუქა – ფოტოკოლაჟი

თელავის თეატრს ბიძინა ივანიშვილმა მიკროავტობუსი აჩუქა – ფოტოკოლაჟი
საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრს „HYUNDAI“-ს მარკის ავტობუსი საჩუქრად გადასცა.

როგორც თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი აცხადებს, თეატრს რამდენიმე ათეული წელია ტრანსპორტი არ ყავდა.
,,ორი თვის წინ იყო ბიძინა ივანიშვილი თელავში სტუმრად და მაშინ გავბედე და ვუთხარი, რომ ტრანსპორტის პრობლემა გვქონდა. ის დახმარებას დაგვპირდა და შეასრულა, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ავტობუსი 28 ადგილიანია და მას გასტროლებზე წასასვლელად გამოვიყენებთ. მინდა ავღნიშნო, რომ თელავის თეატრის გარდა არავის აქვს საკუთარი ავტობუსი,”– განაცხადა პაატა გულიაშვილმა.
თეატრისთვის ავტობუსის გადაცემა დირექციამ, მსახიობებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შამპანურის გახსნით აღნიშნეს.