როგორც უწყებაში აცხადებენ, 1 040 მოქალაქეს სამედიცინო თანადაფინანსების პროგრამით 215 464 ლარის დახმარება გაეწია, ხოლო დანარჩენ სოციალურ პროგრამებზე 204 000 ლარი დაიხარჯა. მათივე ინფორმაციით, ერთჯერადი დახმარება სულ 1 352 მოქალაქეს გაეწია, რომლის ხარჯიც 112 370 ლარ შეადგენს.
„14 სოციალური პროგრამა მუშაობს, აქედან ორი – ერთჯერადი სოციალური დახმარების და სამედიცინო თანადაფინანსების. თანხები გაიცემა მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე, ხოლო დანარჩენი 12 პროგრამის შემთხვევაში ფინანსები გაიცემა სპეციალურ სამიზნე ჯუფებზე“, – განაცხადა თელავის გამგეობის სოციალური განყოფილების მთავარი სპეციალისტი თამარ სიდამონიძემ.