mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავის მერიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაფინანსება გაზარდა

თელავის მერიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაფინანსება გაზარდა

ქალაქ თელავის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 2 მილიონ 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.
როგორც ქალაქ თელავის მერიაში აცხადებენ, 2016 წლის ბიუჯეტის მსგავსად, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური სფერო, სკოლამდელი განათლება და ჯანდაცვა იქნება.
ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძეს თქმით, მერიის მიერ დამუშავებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.
,,ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 2017 წლის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი გამოიყოფა. გარდა ამისა, კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე, ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობაზე, ქალაქის დასუფთავებასა და ამ მიმართულებით სხვა ღონისძიებების განხორციელებაზე 3 მილიონ 80000 ლარამდე დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტს დაემატება ნაშთი, რომელიც 2016 წლიდან გადაყვება გარდამავალი პროექტების გარდა. ეს არის უპრეცენდენტოდ დიდი თანხა, რომელიც შეიძლება ინფრასტრუქტურის კუთხით გამოვყოთ. გარდა ამისა, პრიორიტეტულია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ტურიზმის მიმართულებას ქალაქში. ხელს შევუწყობთ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს საქმიანობის გაფართოებაში, რომელიც ხელს შეუწყობს თელავში დასაქმებას და მოსახლეობისთვის შემოსავლების გაზრდას,’’- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.