mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავის მერია ნაგავმზიდების შესაძენად 400 ათას ლარს ისესხებს

თელავის მერია ნაგავმზიდების შესაძენად 400 ათას ლარს ისესხებს

თელავის მერია ნაგავმზიდების შესაძენათ 400 ათასი ლარის სესხით სახით აპირებს.
როგორც ვიცე მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, საკმარის თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებენ.
,,თანხას ნაგავმზიდებისა და ნაგვის კონტეინერების შესაძენად 13 წლის ვადით და სამწლიანი საშეღავათო პერიოდით ვისესხებთ. პირობები ხელსაყრელია, შეგვიძლია დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, დაბალ ფასად შევიძინოთ აღნიშნული ტექნიკა. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს კიდევ უფრო სუფთა, ვიდრე არის”, – განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.