დღეს, თელავის მერიის თანამშრომელი ნინო იორდანაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
იგი მომხდარი ფაქტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს.
knews.ge-ს ინფორმაციით, ნინო იორდანაშვილი აღნიშულ საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნინო იორდანაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ქალაქის მერთან პირადი უთანხმოება სახელდება.
knews.ge ამ დრომდე ცდილობს მერიის სამსახურთან დაკავშირებას.