როგორც უწყების იურიდიულ სამსახურში განმარტავენ, ნინო იორდანიშვილის გათავისუფლების მიზეზი დისციპლინარული გადაცდომა გახდა.
,,დისციპლინარულის დროს მის მიერ მოხდა მეორე გადაცდომა, რაც დამამძიმებელი გარემოებაა საჯარო მოხელისთვის“, – განაცხადეს მერიაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თელავის მერიის სოციალურ საკითხთა განყოფილების სპეციალისტი ნინო იორდანაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან საკითხის კომენტირებისაგან თავი შეიკავა. knews.ge-ს ინფორმაციით, ნინო იორდანაშვილი აღნიშულ საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იორდანაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ქალაქის მერთან პირადი უთანხმოება სახელდება.
საქართველოში საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას არეგულირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე, დამატებით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურებში არსებული შინაგანაწესით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და უზრუნველყოს კანონმდებლობაში მოცემული საკითხის დეტალური მოწესრიგება.