mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავის მე–5 საჯარო სკოლაში ვირუსების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

თელავის მე–5 საჯარო სკოლაში ვირუსების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა
თელავის მე–5 საჯარო სკოლაში გავრცელებული სეზონური ვირუსების და მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობის მიერ გაკვეთილების გაცდენის რიცხვის გაზრდის გამო სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში სწავლა სავარაუდოდ სამი დღის შემდეგ განახლება.
,,უამინდობის გამო, საქართველოს ექვს და ვირუსების გამო ხუთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ჯანდაცვის სამინისტროსთან რეკომენდაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, თითოეული სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით შეწყდება”, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.
ფოტო:გიორგი ჩეკურიშვილი