mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ შესული ექვსი საჩივარი განიხილა. ექვსიდან ერთი ნაწილობრივ, ხოლო ორი სრულად დაკმაყოფილდა.
კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალმახელიძეს განცხადებით, კომისიამ განიხილა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობოს ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ დაწერილი საჩივრები.
,,შემოსული საჩივრები ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და შესაბამისი საუბნო სარჩევნო კომისიის წევრებს სანქციის სახით შენიშვნა მიეცა”, – განაცხადა კალმახელიძემ
საჩივრები თელავის საოლქო კომისიაში 44-ე, მე-13, 24-ე და 25-ე საარჩევნო უბნებიდან შევიდა.