mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში ეკო-კამპანია ქალები ამბობენ იწყება

თელავში ეკო-კამპანია ქალები ამბობენ იწყება
თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ​და ეკო-აქტივისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი იწყებს ეკო-ფემინისტურ კამპანიას #ქალებიამბობენ
კამპანიის მიზანია ქალების როლის გაზრდა გარემოსდაცვით სფეროში.

თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტის, გიორგი ორკოდაშვილის განცხადებით, მოხდება ქალთა სათქმელის მიტანა ხელისუფლებამდე, რაც გარემოსდაცვით საკითხებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში მომზადდება ვიდეო რგოლები ქალებზე, რომლებიც გარემოს დაცვასა და მათ საჭიროებებზე ისაუბრებენ. ასევე, ჩატარდება გამოკითხვა, მომზადდება სტატიები და გაშუქდება სოციალური მედიის საშუალებით.
,,ვიდრე კამპანიას დავიწყებდით, ბევრს ვფიქრობდით, გამოგვეყო თუ არა სამიზნე ჯგუფად ქალები და ხომ არ იქნებოდა ეს სექსისტური, თუმცა, ბევრი მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ამ კამპანიის პირდაპირი ბენეფიციარები აუცილებლად უნდა იყვნენ ქალები, რადგან გარდა იმისა, რომ ქალის ხმა იშვიათად ისმის, საქართველოში ქალები უშუალოდ არიან ბუნებრივ რესურსების გამოყენების პროცესში ჩართულნი, მათ შორის წყლის რესურსებთან (დღეს საქართველოში ტრადიციულად, ქალია საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებელი). ასევე, სტატისტიკის მიხედვით, კლიმატის ცვლილების შედეგად მომხდარი ბუნებრივი კატასტროფები ერთმანეთისგან ანსხვავებს სქესს და ასაკს. სტიქიური მოვლენების დროს უფრო მეტი ქალი და ბავშვი იღუპება, ვიდრე კაცი. ამის მიზეზი ბევრია და საკმაოდ კომპლექსური საკითხია, თუმცა ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი ისევ ,,გარედან” მოდის. კამპანიის ფარგლებში მომზადდება ვიდეოები, სადაც ქალები ისაუბრებენ გარემოს დაცვაზე და იმ პრობლემებზე რაც მათ აწუხებთ. შესაბამისად, ჩვენი კამპანია, რომელიც იმ გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციასთანაა დაკავშირებული, რომელიც ქალების საჭიროებებს უკავშირდება, ვფიქრობთ, ნამდვილად მოახდეს დადებით ცვლილებებს.” – განაცხადა ეკო-აქტივისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის ლიდერმა გიორგი ორკოდაშვილმა.
კამპანია ტარდება ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში.