mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში სპეცსაწოლები გადაეცემა

თელავში მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში სპეცსაწოლები გადაეცემა

ქალაქ თელავში მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაშო, სამედიცინო დანიშნულების სპეციალური საწოლები დროებით სარგებლობაში გადაეცემა.
როგორც მერიაში განაცხადეს, 23 საწოლი თელავმა გერმანიის ქალაქ ბიბერახისგან საჩუქრად მიიღო.
,,მოქალაქეებს საწოლები წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა. ამ დროისთვის მერიას უკვე გაცემული აქვს 3 საწოლი და რამდენიმეს სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე უახლოეს მომავალში გასცემს. ამ დროისთვის შემოსულია სხვა განცხადებებიც, რომლებიც განიხილება და საწოლები გადაეცემათ იმ პირებს, რომლებსაც ძლიერი ტრამვა აქვთ მიღებული და ყველაზე მეტად სჭირდებათ”, –განაცხადეს თელავის მერიაში.