mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში ნაძვების მოჭრის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

თელავში ნაძვების მოჭრის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

თელავში, ეკო-აქტივისტთა დამოუკიდებელი ჯგუფისა და თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით, ბუნებრივი ნაძვების ჭრის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.
თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენის გიორგი ორკოდაშვილის განცხადებით, მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწალეებმა, სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
,,წინასაახალო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი, ეკო-აქტივისტების აქტიურობა ნაძვის დაცვის კუთხით. დღეს, ბევრისთვის ტრადიციაა ყოველ წელს ახალი წლის ნაძვის ხით შეხვედრა. ვფიქრობ, ტრადიციები, რომლებიც დამღუპველია, დროულად უნდა დაივიწყოს მოსახლეობამ და მომხმარებლურ დამოკიდებულებას გადაეჩვიოს. ამასტან ერთად, ჩვენი კანონმდებლობა ნაძვის მოჭრას კრძალავს.” – განაცხადა გიორგი ორკოდაშვილმა.
აქციაში ჩაერთნენ არასათავრობო ორგანიზაციების ,,ქალთა ფონდიდს“ და ,,თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის” წარმომადგენლებიც.