საბჭო კახეთში კრიმინოგენული ვითარების შესწავლაზე იქნება ორიენტირებული. თელავის რაიონული პროკურორის ირაკლი ჩაჩანიძის განცხადებით, საბჭო ძირითადი მიზანი რეგიონში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისას ინიციატივებისა და წინადადებების მომზადების წახალისებაა.
,,ეს საბჭო არის საკოორდინაციო ორგანო, რომელიც ადგილობრივ საკითხებზე იქნება ორიენტირებული. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები. ადგილობრივი საბჭოს ფუქციაა, განიხილოს რეგიონში შექმნილი კრიმინოგენული ვითარება, მიიღოს გადაწყვეტილება რეგიონში აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე, წარადგინოს ინიციატივები გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ და სხვა”, – განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ჩაჩანიძემ.