თელავის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში – კონდოლსა და კისისხევში ერთ დღისით სამი მაღაზია, აფთიაქი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს.
ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ ობიექტების გაქურდვის ფაქტზე. შეგახსენებეთ, რომ მომხდარი ფაქტის შედეგად, სავაჭრო ობიექტებმა რამდენიმე ათასი ლარით იზარალეს, თუმა მისი ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე აღიძრა.