mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დღის ცენტრი გაიხსნება

თელავში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დღის ცენტრი გაიხსნება

თელავში, ყოფილი სკოლა–ინტერნატის შენობაში, 320 ბენეფიციარისთვის დღის ცენტრი გაიხსნება.

ახალ პროექტს ქალაქის მერია თანადაფინანსებით გერმანიის საელჩოსთან ერთად 2017 წლიდან განახორციელებს. როგორც Knews.ge-ს ქალაქ თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, პროექტის ღირებულება 200 ათასი ლარია. დღის ცენტრში გარდა კვებითი მომსახურებისა, ბენეფიციარებისთვის მოეწყობა სამრეცხაო და საშხაპე.
,,დღის ცენტრის გახსნა ჩემი ინიციატივა იყო, დავიწყეთ გერმანიის საელჩოსთან მოლაპარაკებები. ისინი მზად არიან 65 ათასი ლარის თანადაფინანსებით მხარი დაუჭირონ ამ იდეის განხორციელებას. თელავის სკოლა–ინტერნატის ყოფილ შენობაში იყო სასადილო. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ შენობის რეაბილიტაცია და ბენეფიციარებს შევთავაზოთ უკეთესი მომსახურება. მაქვს რამდენიმე ინიციატივა თუ რა შეიძლება, მოეწყოს დრის ცენტრშ, ერთ-ერთია სოციალური სამრეცხაო, სადაც ჩვენს ბენეფიციარებს შეეძლებათ, ტანისამოსის გარეცხვა. ასევე, გვინდა, გავაკეთოთ საშხაპე დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის. ამ პროექტის განხორცელება და მსგავსი დღის ცენტრის გახსნა იქნება უპრეცენდენტო. თელავი იქნება პირველი ქალაქი, სადაც მსგავსი ტიპის სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას,’’– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.