როგორც Knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, კონკურსის ფარგლებში 14 ავტორის მიერ 46 ნამუშევარი იყო წარდგენილი.
,,20 ნოემბერს დასრულდა კონკურსი. გამოვლინდა ფეისბუქგამარჯვებული გიორგი ჩეკურიშვილი (CHEKI) და ჟიურის რჩეული ფოტოგრაფი – გიორგი ბეჟანიშვილი. მერიამ კონკურსის ყველა მონაწილე დააჯილდოვა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. ასევე, რამდენიმე ორგანიზაციამ ფავორიტ ფოტოგრაფებს სოეციალური პრიზები გადასცეს. ესენია – არასამთავრობო ორგანიზაციის „თელავი ჩემი ქალაქია“, სტუდია „გიკა“ და „კახეთის მეღვინეთა გილდია”– განუცხადეს Knews.ge–ს თელავის მერიაში.
კონკურსის ერთ–ერთი გამარჯვებულის, ფოტოგრაფ გიორგი ჩეკურიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უწყება მსგავსი კონკურსების ჩატარებით სტიმულს აძლევს მათ და ქალაქში ფოტოგრაფიის განვითარებას უწყობს ხელს.
,,ხალხის რჩეულის წოდება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის მათ წინაშე, ვინც მთელი კონკურსის განმავლობაში მედგა გვერდით. ყველამ ერთად შევძელით ამ შედეგის მიღწევა. ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველის,”– განუცხადა knews.ge-ს გიორგი ჩეკურიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თელავის მერიამ მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის კონკურსი 15 სექტემბერს გამოაცხადა.